მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/48
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის ბეჭდის, შტამპის, სატიტულო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 16 თებერვლის #9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის ბეჭდის, შტამპის, სატიტულო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 16 თებერვლის #9 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების (მათ შორის) დანართების მთელ ტექსტში სიტყვები „თვითმმართველი ქალაქი ბათუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი“.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი



ისტორია























