მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება N03/84
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ირაკლი მიქელაძის ქალაქ თბილისში მივლინების შესახებ
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე მივლინებულ იქნეს ქალაქ თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გერმანიის რესპუბლიკის საელჩოში სავიზო დოკუმენტაციის მოგვარების მიზნით მიმდინარე წლის 28-29 ივლისს.
2. მივლინებულის ტრანსპორტირება ქ. თბილისში განახორციელოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მძღოლმა ზურაბ ზამბახიძემ სამსახუ-რებრივი ავტომანქანით (KIA CERATO სახ.# ILL 018), რისთვისაც გამოიყოს 100 (ასი) ლიტრი საწვავი.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი



ისტორია























