მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს #134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს #134 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს ახალი, თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: დანართი



ისტორია























