მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეებში სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობისათვის სავაჭრო-სარეალიზაციო ადგილების გამოყოფის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის #69 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
        
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეებში სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობისათვის სავაჭრო-სარეალიზაციო ადგილების გამოყოფის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის #69 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული დანართი 1 (ტექსტური ნაწილი) და დანართი 2 (გრაფიკული ნაწილი).
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.  
     საკრებულოს თავმჯდომარე                                      ირაკლი ჭეიშვილი                                                       
დანართი  1
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
ქალაქ  ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს განკარგულება
2016 წლის 20 აპრილი №15
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობისათვის სავაჭრო-სარეალიზაციო ნივთების განთავსების ადგილების მისამართები:
 გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთა 1 ადგილი.
 დელფინარიუმის შესასვლელი 1 ადგილი.
 რუსთაველისა და ენგელსის ქუჩების გადაკვეთა 2 ადგილი.
 თავდადებულისა და ნინოშვილის გადაკვეთა 1 ადგილი.
 ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია 5 ადგილი.
 გოგებაშვილის ქუჩა, საბაგირო „არგოდან“, რესტორან „სანაპირომდე“ 9 ადგილი.
 ბოტანიკური ბაღის შესასვლელი ტერიტორია 2 ადგილი.
 მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების გადაკვეთა 2 ადგილი.
 ჭავჭავაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთა 2 ადგილი.
 „ბათუსისა“ და „ცენტრ-პოინტის“ სახლებს შორის ქუჩის ბოლოს 2 ადგილი.




 ისტორია
ისტორია























