მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 
 
ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე  N48-ში მდებარე სახოვრებელ სახლზე
ალექსანდრე კილაძის  მემორიალური დაფის განთავსების შესახებ 
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ალექსანდრე კილაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე N48-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა.
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (გიორგი ერმაკოვი) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე                                                             ირაკლი ჭეიშვილი




 ისტორია
ისტორია























