მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის  
გიორგი ერმაკოვისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექ¬სის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 
1. მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს - გიორგი ერმაკოვს ხელი მოაწეროს, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელმოწერილი „ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა - ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა IV“ პროექტის სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შორის გასაფორმებელ „თანხის გადაცემის ხელშეკრულებას“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
     საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ირაკლი ჭეიშვილი




 ისტორია
ისტორია























