მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №13
2016 წლის 12 ივლისი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონ¬ის, საქართ¬ველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული  „ტექნიკური რეგლამენტის - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყე¬ნე¬ბისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“-ს 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუ¬ნ¬ქ¬ტ¬ის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის N4 გან¬კა¬რგულების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. 
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ #28; 12-13 მარტი, 2009 წ. გვ: 14, 15, 16) შეტანილ იქნას ცვლილება და თანდართული (გრაფიკული) სახით დამტკიცდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზო¬ნი¬რების ახალი რუკა (1.1).
2. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შეს¬ვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლა¬მენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრე¬ბულოს ინტერნეტგვერდზე  და გაზეთ „აჭარა“-ში.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
მუხლი 2.
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              ირაკლი ჭეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: დანართი




 ისტორია
ისტორია























