მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში პარკირებასთან დაკავშირებული  ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ ქალაქ ბათუმის  მუნიციპლიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივის  მოწონების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
       1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს:
  ა) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის N4 დადგენილების მე-2 პუნქტის გუქმებას, ხოლო ამავე დადგენილების პირველი პუნქტის გავრცელებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირებით მოსარგებლე ყველა ტაქსზე. 
ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N25 დადგენილებაში ცვლილების განხორციელებას და ამ დადგენილებაში შემდეგი პრინციპის ასახვას:
- ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში განთავსებულ ყველა საერთო პარკირების ადგილებში პარკირების უფლება მიეცეს პარკირების საფასურის გადახდის მქონე ყველა ტაქსს.
- ტაქსების პარკირებისათვის სპეციალურად გამოყოფილი (მონიშნული) ადგილები აუქციონის წესით ვადიანი იჯარით გადაეცეს აუქციონში გამარჯვებულ გადამზიდ კომპანიებს ან ტაქსის მფლობელებს.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
   
საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        ირაკლი  ჭეიშვილი




 ისტორია
ისტორია























