მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს #134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს #134 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს ახალი, თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                  ირაკლი ჭეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: დანართი




 ისტორია
ისტორია























