მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის #125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
    1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის  დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის #125 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:
ა) ვაჟა რამიშვილი  _ კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა სირაბიძე _ კომისიის წევრი;
გ) თენგიზ აფხაზავა _ კომისიის წევრი;
დ) ჯაბა ბერიძე _ კომისიის წევრი;
ე) ირაკლი ჩავლეიშვილი _ კომისიის წევრი;
ვ) თეიმურაზ ყურაშვილი _ კომისიის წევრი;
ზ) ჯუმბერ კახიძე -  კომისიის წევრი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის 
მოვალეობის შემსრულებელი,
საკრებულოს თავმჯდომარის 
მოადგილე                                                                                                       ლაშა სირაბიძე




 ისტორია
ისტორია























