მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის  დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის #122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
    1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის  დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის #122 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:
ა) ნინო ბერაძე  - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირაკლი ჭეიშვილი - კომისიის წევრი;
გ) თეიმურაზ ბასილაძე - კომისიის წევრი;
დ) ნატალია ზოიძე - კომისიის წევრი;
ე) ირაკლი მიქელაძე - კომისიის წევრი;
ვ) დიმიტრი დარჩია - კომისიის წევრი;
ზ) დავით თედორაძე - კომისიის წევრი;
თ) ფრიდონ ბრეგვაძე - კომისიის წევრი;
ი) ჯუმბერ კახიძე - კომისიის წევრი;
კ) თამაზ თურმანიძე - კომისიის წევრი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის 
მოვალეობის შემსრულებელი,
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                    ლაშა სირაბიძე




 ისტორია
ისტორია























