მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის #123 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
    1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის  დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის #123 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    „1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:
ა) დიმიტრი დარჩია - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეიმურაზ ორაგველიძე - კომისიის წევრი;
გ) ნატალია ზოიძე - კომისიის წევრი;
დ) ნინო ბერაძე - კომისიის წევრი;
ე) კობა ჩხეიძე - კომისიის წევრი;
ვ) დავით თედორაძე - კომისიის წევრი;
ზ) ნოდარ დუმბაძე - კომისიის წევრი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის 
მოვალეობის შემსრულებელი,
საკრებულოს თავმჯდომარის 
მოადგილე                                                                                                       ლაშა სირაბიძე




 ისტორია
ისტორია























