მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
პირადი განცხადების საფუძველზე ევგენი კუნჭულიასათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის ცნობად მიღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ პირადი განცხადების საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს – ევგენი კუნჭულიას ვადამდე შეუწყდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე




 ისტორია
ისტორია























