მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N1 - საქართველოს სახალხო არტისტის - ენვერ ხაბაძის ბიუსტის განთავსების მიზნით მოსამზადებელი ღონისძიების განხორციელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილისა და „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. კომახიძე) ეთხოვოს საქართველოს სახალხო არტისტის - ენვერ ხაბაძის ბიუსტის განთავსების მიზნით:
ა) ადგილის შერჩევა ინიციატორებთან - ა(ა)იპ „აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგასთან“, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე;
ბ) ბიუსტის ესკიზის (პროექტის) შესყიდვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) ბიუსტის განთავსებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების მობილიზება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებით ან ცვლილების გარეშე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                         სულიკო თებიძე




 ისტორია
ისტორია























