მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
19 დეკემბერი 2020
საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს და მათი განხილვა მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
კომისიამ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილება და ლაშა სირაბიძისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განკარგულების პროექტი განიხილა.
საკრებულოს მორიგი სხდომა 2020 წლის 21 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც სავარაუდოდ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებენ.
მნახველთა რაოდენობა: 2864
ბმულები



ისტორია





























