ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
25 თებერვალი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით. ჯანდაცვის მიმართულებით ცვლილება იგეგმება მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურების, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამებსა და მუნიციპალური უფასო სასადილოს დაფინანსებაში.
კომისიამ განიხილა „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. წარმოდგენილი ცვლილების მიზანს წარმოადგენს კრიტერიუმების დაზუსტება, რომელიც გავრცელდება მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ შემდგომი ეტაპების სარგებლობით დაინტერესებული პირების განაცხადებზე და მათ საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სხდომას ჯამრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2038
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები