ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
02 მარტი 2021
 

„ჩვენ შენი უფლებებისთვის“ ამ სლოგანით ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნატალია ზოიძის განცხადებით, საბჭოს წევრები უერთდებიან „ქალთა კვირეულს“, რომელიც საქართველოში ორიდან ცხრა მარტის ჩათვლით გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით იმართება.
შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში ჩასატარებული ღონისძიებების გეგმა განიხილეს და საბჭოს ოფიციალურ გვერდზე კამპანიის დაწყების შესახებ ინფორმაცია განათავსეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2154
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები