მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
"ქალთა კვირეული" დასრულდა
09 მარტი 2021
დღეს, ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო ღონისძიება გამართეს. ღონისძიება აჭარის სავაჭრო პალატის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან არსებულ "ქალთა ოთახში" გაიმართა. საბჭოს წევრები გაეცნენ ქალთა ოთახის მუშაობის პრინციპს და დაგეგმეს ერთობლივი, სამომავლო პროექტები, ასევე, შეხვდნენ მეწარმე ქალებს, მოისმინეს მათი საჭიროებები და გაცვალეს მოსაზრებები გარკვეულ საკითხებზე.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ორიდან ცხრა მარტის ჩათვლით მიმდინარებდა ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები აქტიურად ჩაერთნენ და არაერთი ღონისძიება განახორციელეს.
მნახველთა რაოდენობა: 3534
ბმულები



ისტორია





























