ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
26 აპრილი 2021
 

ბათუმის საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.
ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებზე, ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილებებზე და აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე.
კომისიის წევრებმა, ასევე, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კანონთან შესაბამისობა დაადგინეს და მათი საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით მახარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2080
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები