ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
27 აპრილი 2021
 

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 141,108.1 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 142,167.5 ათასი ლარი. ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 154,255.8 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი - 140,992.8 ათასი ლარი. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის მარტის თვეში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით შეიზღუდა რიგი ეკონომიკური საქმიანობები, რომელმაც თვის მხრივ შეანელა ეკონომიკური პროცესები და შესაბამისად შემცირდა გადასასახადებიდან და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მოქალაქეთათავის დახმარებისა და შეღავათების გაწევის მიზნით, როგორც სამთავრობო ასევე ადგილობრივ დონეზე შემუშავებულ იქნა რიგი ღონისძიებები, რომელმაც მნიშნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებზე. შემოსულობების მხრივ შემცირდა გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები, სხვა შემოსავლები შემცირდა ეკონომიკური აქტივობის კლების და მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული შეღავთების (მოსაკრებლები, ნებართვები და სხვა შემოსავლები) ხარჯზე. ხოლო გადასახდელების კუთხით პანდემიის პერიოდში ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებულ იქნა, ადმინისტრაციული, კულტურული, სპორტული და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები, რომელიც მიმართულ იქნა მოწყვლადი სოციალური კატეგორიების ბენეფიციართა დახმარების და ქალაქისათვის მნიშვნელოვანი კაპიტალური/ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2020 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
სხდომაზე ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესში, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ დადგენილებაში გასწორდა სამართლებრივი ზედამხედველობის სამმართველოს მიერ სამართლებრივი ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზი.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების განახლებული ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა, ასევე განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მერს ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული გარემოებების გამო საზოგადოებრივი სივრცის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გაცემასთან და გაცემის შეღავათიანი საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებით, კერძოდ, განისაზღვრა საზოგადოებრივი სივრცის გამოყენება გარე ვაჭრობისათვის, სახეობების მიხედვით.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, კერძოდ, ბათუმში, სულაბერიძისა და შაფათავას ქუჩების კვეთაში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის მოქალაქე ნანა ქაჯაიასთვის 5 წლის ვადით იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ბონდი-2009“-ს (ამჟამინდელი მესაკუთრე/უფლებამონაცვლე - შპს „გრანდ მაისონი“) შორის 2019 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებით დაზუსტდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააუქციონო პირობები და ვალდებულებები.
დღესვე ცვლილება შევიდა „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში. ცვლილების მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი ზედამხედველობის სამმართველოს მიერ სამართლებრივი ექსპერტიზის შედგეგად გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზის გასწორება.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესი. აღნიშნული დოკუმენტბრუნვის სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესს.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ’’ საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც დადგინდა მეორე კლასის ის ფუნქციური ობიექტები, რომლებზეც შესაძლებელია დადგინდეს შეტყობინების აღების წესი და დაინტერესებულ პირს არ მოეთხოვოს მშენებლობის ნებართვის აღება.
დღესვე ცვლილება შევიდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც კერძო ტრანსპორტის პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა რესტორან „სანაპიროს“ მიმდებარედ, ასევე, საზღვაო აკადემიის, სტეფანე ზუბალაშვილის 34-ში არსებული სკვერის, კათოლიკური ეკლესიის, ლეხ და მარია კაჩინსკების პარკის მიმდებარედ და პარმენ რურუას 10-ში.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2052
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები