ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
02 ივნისი 2021
 

დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

კომისიამ ასოცირებული პრფესორის ოლიკო ჟღენტის განცხადება განიხილა, რომელიც ბათუმში, დ.კლდიაშვილის ქ.N10-ში მდებარე სახლზე გრიგოლ და გიორგი ელიავების მემორიალური დაფის განთავსებას ეხებოდა. როგორც სხდომაზე გაირკვა, საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნას და დამატებით დოკუმენტაციის მოძიებას საჭიროებს, ამიტომაც მისი განხილვა დროებით გადაიდო.
კომისიამ დღესვე, ი.ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის ოთარ კალანდაძის კორესპონდენციაც განიხილა, რომელიც ქ.ბათუმში ამირან ტაკიძის, ნიაზ მესხიძის და სერგო ბაზიაშვილის მემორილური დაფების განთავსებას ეხებოდა. კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომისიის თავმჯდომარის ირაკლი პატარიძის თქმით, აღნიშნულ საკითხს კომისია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1503
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები