ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
09 ნოემბერი 2021
 

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34-ე დადგენილებაში.

კერძოდ, საკრებულოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადები აღარ იქნება დამოკიდებული თვის კონკრეტულ რიცხვებზე, როგორც ეს აქამდე მოქმედ რეგლამენტში იყო მითითებული და შესაძლებელი ხდება ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება მისი წარმომადგენლობით ორგანოში შემოსვლისთანავე. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით, ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენის ვადა, კანონმდებლობის შესაბამისად, რჩება უცვლელი, ხოლო განხილვის ვადები მოცემული იქნება ზოგად კონტექსტში (მაგალითად, 3 დღის ვადაში, 2 დღის ვადაში და ა. შ.) და აღარ იქნება დამოკიდებული კალენდარული თვის კონკრეტულ რიცხვებზე.
რეგლამენტში განხორციელებული ცვლილება აბსოლუტურ თანხვედრაშია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან. კანონმდებლობა (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“) განსაზღვრავს ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დამტკიცების მაქსიმალურ ვადას (აწესებს ზედა ზღვარს), რაც ამ ვადის შიგნით ნებისმიერი პროცედურის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2765
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები