ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
19 ივლისი 2022
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.
ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზარდა და 292 მილიონ 300 ათას ლარი შეადგინა.
თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე დაიხარჯება.
პროგრამულ ჭრილში ბიუჯეტი გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით:
ინფრასტრუქტურის განვითარება - ახალი პროექტებისათვის დაემატა 19 630 054 ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - მილიონ 938 ათასი ლარი. ბიუჯეტი შეადგენს 20 346 000 ლარს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაემატა ხუთი ახალი ღონისძიება.
განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 2 700 000 ლარი.
საკრებულომ „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფესტივალების დაფინანსების წესი დაამტკიცა. აღნიშნული წესი განსაზღვრავს ფესტივალების შერჩევის, ხელშეკრულებების გაფორმებისა და დაფინანსებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №გ-15.15221684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2022 წლის 17 ივნისის №გ-15.15221684 განკარგულებით დამტკიცდა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი, რაც შესაძლებელს ხდის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებას ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლებით, რითაც დაკმაყოფილებული იქნება მასში მცხოვრები მოსახლეობა. წესის შესაბამისად ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში შესაძლებელია ჩაერთოს მხოლოდ ის ამხანაგობები, რომელთა წევრების 100 პროცენტი განაცხადებს თანხმობას პროგრამაში ჩართვის თაობაზე.
მიღებული ცვლილების მიხედვით კი, არ იქნება სავალდებულო 100 პროცენტიანი თანხმობა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახები განკარგულების ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტის მიერ უზრუნველყოფილი არიან ბინის ქირის კომპენსაციით, ასევე ამ წესის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობით გაყვანილი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით მუნიციპალიტეტის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ეს ოჯახები შესაძლებელია დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ბინებით მუნიციპალური საბინაო ფონდიდან (მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინო ფონდის რესურსის ფარგლებში), თუ მიღწეული იქნება შეთანხმება უძრავი ქონების მონაცვლეობის თაობაზე. წარმოდგენილი სახით განკარგულების მიღების მიზანია მუნიციპალური საბინაო ფონდის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა (ბინების გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ბინის ქირის კომპენსაციის გაცემა).
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხს, ასევე
განსაზღვრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა. ასევე დაამტკიცეს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესში. ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებისას მიეთითება სამართალდარღვევათა ის კონკრეტული მუხლები, რომლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ვრცელდება აღიშნული წესი. ცვლილება შეეხო, ასევე, გასაჩივრების შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ჩაბარებისა და გამოქვეყნების წესსა და დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის პირისათვის გაგზავნას.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 637
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები