მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
28 სექტემბერი 2022
საკრებულოში გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაზე კომისიის წევრებმა 29 სექტემბრის მორიგი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხების განხილვის შემდგომ, საკრებულოს სხდომაზე მათი განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით მახარაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 29 სექტემბერს, 11 საათზე გაიმართება.
ბათუმის საკრებულოს 29 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი იხილეთ აქ: https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=304&obj=711
მნახველთა რაოდენობა: 2487
ბმულები



ისტორია




































