ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მემორანდუმი
18 ოქტომბერი 2022
 

ლიეტუვას ქალაქ კლაიპედასა და ბათუმის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ განზრახვის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომელიც ქალაქებს შორის მეგობრული ურთიერთობების გამტკიცებასა და სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებს, ხელი ქალაქების მერებმა – ვიტაუტას გრუბლიაუსკასმა და არჩილ ჩიქოვანმა მოაწერეს ხელი. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე.
განზრახვის მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის განხილვას განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მზრუნველობის, კულტურისა და ხელოვნების, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გონიერი ქალაქებისა და ურბანული განვითარების საკითხებში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1064
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები