ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
19 ოქტომბერი 2022
 

დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომა საერთაშორისო კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელზეც გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმა განიხილეს და მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენის პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინებაზე იმსჯელეს.
საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა, დღესვე ქუჩაში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და ფლაერებიც გაავრცელეს.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ტარდება და ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურება. კამპანია ამ გზით მსოფლიო ქალებს შეახსენებს, რომ ადრეული დიაგნოსტირება აუცილებელია და ამისთვის დროული სკრინინგია საჭირო.
საქართველოს მასშტაბით, სკრინინგის ეროვნულ ცენტრებში, მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკის ქალებისთვის ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის და ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგები სრულიად უფასოა.
40-დან 70 წლის ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი;
25-დან 60 წლის ჩათვლით - საშვილოსნოს ყელის კიბოს
სკრინინგი;
50-დან 70 წლის ჩათვლით - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი;
25-დან 70 წლის ჩათვლით - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 889
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები