ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
27 ოქტომბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 1,500.0 ათასი ლარით. პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლისათვის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე, გადასახდელებში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. პროექტის მიხედვით, დაფინანსება იზრდება ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირთათვის ანაზღაურების მიმართულებით.
კომისიამ განიხილა მერიის ადმინისტრაციის კორესპონდენცია, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის განაცხადთან დაკავშირებით, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ბიუსტის განთავსების თაობაზე, ასევე, – ა(ა)იპ ,,ასოციაცია ,,პარტიას“ თავმჯდომარის ოლღა ჟღენტის განაცხადი ქ. ბათუმში ნ. დუმბაძის N3–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე არქიტექტორ კახა ჯავახიშვილის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების და მემორიალური დაფის განთავსების საკითხებს საკრებულო მორიგ სხდომაზე განიხილავს, ხოლო, ქ. ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ბიუსტის განთავსების საკითხი საკრებულოს დასამტკიცებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ბიუსტის განთავსებასთან დაკავშირებით მიღებული დადებითი პასუხის შემდეგ წარედგინება.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა 31 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 808
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები