ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
27 ოქტომბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების საკითხი განიხილეს. აღნიშნული წესი მოიცავს უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და პირობებს.
კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მიმართულებით ცვლილებები იგეგმება მერიის შემდეგ პროგრამებში: ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია; ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია; მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება; მოწყვლადი სოციალური კატეგორიის მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა; მუნიციპალური მგზავრობის საფასურით სუბსიდირება; მუნიციპალური უფასო სასადილო; დროებითი ღამის თავშესაფარი.
კომისიამ იმსჯელა საკრებულოს განკარგულების პროექტზე, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისგან გრანტის მიღებაზე საქართველოს მთავრობისთვის შუამდგომლობის წარდგენასა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებს ბათუმის საკრებულო მორიგ სხდომაზე, 31 ოქტომბერს განიხილავს.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 903
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები