ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია
28 ნოემბერი 2022
 

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრაზე იმსჯელა.
კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთვის" გამოსაცხადებელ ტენდერთან დაკავშირებით საკრებულოსგან თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. როგორც განკარგულების პროექტშია აღნიშნული, გამოსაცხადებელი ტენდერის საერთო ღირებულება აღემატება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს, რაც მუნიციპალიტეტის მერიას კანონმდებლობით აკისრებს საკრებულოსგან თანხმობის მიღების ვალდებულებას.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 29 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 859
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები