მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ საკითხზე იმსჯელა და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა.
კომისიის წევრებმა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიისა (2023–2026 წწ) და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზეც იმსჯელეს, პროექტის მიზანია, ქ.ბათუმში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ხელსაყრელი, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნა.
კომისიაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცება, 28 აპრილს დაგეგმილ საკრებულოს მორიგ სხდომაზე მოხდება.



ისტორია




































