ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დღეს შინდისის გმირების ხსოვნის დღეა
12 აგვისტო 2023
 

დღეს შინდისის გმირების ხსოვნის დღეა!
15 წლის წინ, 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 732
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები