ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
24 აგვისტო 2023
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მორიგი სხდომა

25 აგვისტო, 2023 წელი
11:00 საათი, ქალაქი ბათუმი

(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25,
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა,
მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)

 

დ ღ ი ს  წ ე ს რ ი გ ი :


საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი (კორექტირებული).
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ბინის) ჟუჟუნა ფუტკარაძისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 3. „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ.ბათუმში, დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩა N7-ის მიმდებარედ არსებული 4825.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: 05.33.21.294) 157,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სერვიტუტის უფლებით დატვირთვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 4. „მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 5. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ა(ა)იპ - ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი - ლაშა მამულაძე)


საკითხი 6. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ა(ა)იპ - ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი - ლაშა მამულაძე)


საკითხი 7. „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და აუქციონის პირობებისა და ჩატარების პროცედურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 8. „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილის სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 9. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ (შპს „გრინ ქეიფ რეზიდენსი“) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
( https://wetransfer.com/downloads/204f052633d6bcde907d9ce6ab63a88f20230822133210/3369fbfe8772d4da75f81bb343a270bb20230822133314/445678  ) 
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მ/შ მამუკა რამიშვილი)


საკითხი 10. „განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ (შპს „დდ გროუპ 2022“) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
( https://we.tl/t-O6TQcC4nKH  )
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მ/შ მამუკა რამიშვილი)


საკითხი 11. „განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ (შპს „ინვესტ ჯგუფი“) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
( https://wetransfer.com/downloads/a50fcbadb0af6f06f24aa18b4300021820230823131434/3863f50054e0c31c811856076cad239820230823131458/c9c760  )
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მ/შ მამუკა რამიშვილი)


საკითხი 12. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მ/შ მამუკა რამიშვილი)


საკითხი 13. „ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N117ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე N 05.26.03.013 მშენებარე სასწავლო დაწესებულების მშენებლობის - განსაკუთრებული მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად ცნობის და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მ/შ მამუკა რამიშვილი)


საკითხი 14. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (შპს „სქაი ბათუმი“) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
( https://we.tl/t-m4l7i8shtK  )
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითა¬რებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მ/შ მამუკა რამიშვილი)


საკითხი 15. „ქალაქ ბათუმში, ს. ზუბალაშვილის ქ. N18 -ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ოთარ მიქელაძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ლევან ცხოიძე)

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1289
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები