ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
24 აგვისტო 2023
 

დღეს საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.
კომისიამ განიხილა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის კორესპონდენცია ქ.ბათუმში მემედ აბაშიძის ქ.N53-ში მდებარე სახლზე შოთა ზოიძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე, ასევე ა(ა)იპ აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების კორესპონდენცია ქ.ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის გენერალ დავით ართმელაძის სახელის მინიჭების თაობაზე და „ბათუმელთა დარბაზი“-ს კორესპონდენცია ქ.ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქ.N-2-ში ჰაიდარ აბაშიძის ბიუსტის განთავსების თაობაზე საკითხები.
აღნიშნული საკითხები, საკრებულოს დასამტკიცებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული შესაბამისი კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ წარედგინება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 805
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები