ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
25 აგვისტო 2023
 

 დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა შოვში, 3 აგვისტოს, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

სხდომა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა.
საკრებულომ პირველ საკითხად, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი განიხილა.
ასევე იმსჯელა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებებზე და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში შესატან ცვლილებებზე .
საკრებულოს წევრებმა დღესვე დაამტკიცეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულებების პროექტებში ცვლილებები, კერძოდ შპს „სქაი ბათუმი“-სთვის და შპს „გრინ ქეიფ რეზიდენსის“-თვის, ხოლო განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ დოკუმენტი შპს „დდ გროუპ 2022“-სთვის და შპს „ინვესტ ჯგუფის“-თვის.
საკრებულომ ასევე, მიიღო, ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N117ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე N 05.26.03.013 მშენებარე სასწავლო დაწესებულების მშენებლობის - განსაკუთრებული მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად ცნობის და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ განკარგულების პროექტი და ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტი.
დღესვე სხდომაზე, მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით,
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცა თანხმობა განახორციელოს მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ მოსარგებლე შერჩეული ოჯახებისათვის ქალაქ ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №82-ში, №05.26.02.147 საკადასტრო კოდით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე №1, №2, №3 და №4 კორპუსებში არსებული (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, 20 წლის ვადით გადაცემა, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის სანაცვლოდ. აღნიშნული პროგრამით, ამ ეტაპზე ასამდე ოჯახმა ისარგებლა.
სხდომაზე, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის
განსაზღვრისა და აუქციონის პირობებისა და ჩატარების პროცედურის დადგენის
შესახებ დადგენილების პროექტიც მიიღეს. პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრა 8 020 424 (რვა მილიონ ოცი ათას ოთხას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 7300 კვ.მ. მეორადი ქვაფენილის ეკლესია/მონასტრების და გიმნაზიების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
ქ. ბათუმში, ს. ზუბალაშვილის ქ. N18 -ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მალე ოთარ მიქელაძის მემორიალური დაფა განთავსდება. ოთარ მიქელაძე გახლდათ ბათუმის საპატიო მოქალაქე, „ბათუმელები“ - დარბაზის დამფუძნებელი და ანსამბლ „არსიანის“ხელმძღვანელი. ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი მას მინიჭებული აქვს საქართველოს „ქორეოგრაფიის ამაგდარის“ ჯილდო და „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1454
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები