მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
27 სექტემბერი 2023
დღეს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მომავალი წლის სამოქმედი გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს. ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შეუერთდებიან კვირეულს „ვარდისფერი ოქტომბერი“, რომელიც ძუძუს კიბოს ცნობადობის საერთაშორისო თვეა. კამპანია მიზნად ისახავს სკრინინგული პროგრამების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
საბჭოს თავჯდომარემ, ნატალია ზოიძემ კოლეგებს მომავალ წელს ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმაც გააცნო.
მნახველთა რაოდენობა: 1811
ბმულები



ისტორია



































