ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 სექტემბერი 2023
 

საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობაში განკარგვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა, მათზე თანამედროვე დიზაინის, ახალი პრესის (ჟურნალ-გაზეთების) სარეალიზაციო ჯიხურების განთავსების მიზნით. ამასთანავე, იგეგმება სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთების წლიური სარგებლობის (იჯარის) საფასური განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრიივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებზე.
წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს მორიგ სხდომაზე ხვალ, 29 სექტემბერს განიხილავენ.
სხდომას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 652
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები