ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
23 ოქტომბერი 2023
 

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, აეროპორტის გზატკეცილი №300ა-ს მიმდებარედ არსებული 74 კვ.მ. და 611 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში (შემდგომში მისი შპს „ტრანსაუტოსათვის“ იჯარის უფლებით ) გადაცემის საკითხი განიხილა. პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემა მოხდეს: ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთების (ს/კ: №05.32.22.011; და ს/კ: №05.32.22.031) შპს „ტრანსაუტო“-სათვის (ს/ნ: 446986450) იჯარის უფლებით გადაცემა;
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება მათი შპს „ტრანსაუტო“-სათვის (ს/ნ: 446986450) იჯარის უფლებით გადაცემა. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს უძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების საკითხზეც. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების (შეერთების) პროექტის განხორციელება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქუჩის მოწყობის არეალში მოქცეულ, კერძო და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ათვისებას (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა), რაც უნდა განხორციელდეს მესაკუთრეებთან შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე. ასათვისებელი, უძრავი ქონების მესაკუთრეებს კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაურდეთ მათი საბაზრო ღირებულება, ან გადაეცეს საცხოვრებელი ფართი (ტოლფასოვნად), „საქართველოს კონსტიტუციის“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში.
პროექტი მოიცავს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ 9 უძრავ ქონებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 უძრავ ქონებას, მათგან 6-ზე განთავსებულია შენობები. ასათვისებელია მიწის ნაკვეთების 3502,0 კვ.მ. ფართობი და მესაკუთრეების შენობა-ნაგებობები.
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში მთლიანი ასიგნების 5 პროცენტის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებზე. 5 პროცენტიანი ცვლილება შეეხება ბათუმის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისთვის, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისთვის გამოყოფილ ასიგნებებს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 24 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 596
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები