ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა ბათუმის საკრებულოში
24 ოქტომბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, აეროპორტის გზატკეცილი №300ა-ს მიმდებარედ არსებული 74 კვ.მ. და 611 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში (შემდგომში მისი შპს „ტრანსაუტოსათვის“ იჯარის უფლებით) გადაცემის საკითხი. განკარგულების მიხედვით, მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემა მოხდება: ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთების (ს/კ: №05.32.22.011; და ს/კ: №05.32.22.031) შპს „ტრანსაუტო“-სათვის (ს/ნ: 446986450) იჯარის უფლებით გადაცემა;
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება მათი შპს „ტრანსაუტო“-სათვის (ს/ნ: 446986450) იჯარის უფლებით გადაცემა. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს უძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების (შეერთების) პროექტის განხორციელება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქუჩის მოწყობის არეალში მოქცეულ, კერძო და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ათვისებას (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა), რაც უნდა განხორციელდეს მესაკუთრეებთან შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე. ასათვისებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაურდეთ მათი საბაზრო ღირებულება, ან გადაეცეთ საცხოვრებელი ფართი (ტოლფასოვნად), „საქართველოს კონსტიტუციის“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში.
პროექტი მოიცავს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ 9 უძრავ ქონებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 უძრავ ქონებას, მათგან 6-ზე განთავსებულია შენობები. ასათვისებელია მიწის ნაკვეთების 3502,0 კვ.მ. ფართობი და მესაკუთრეების შენობა-ნაგებობები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, დაბა ჩაქვში მდებარე უძრავი ქონება. კერძოდ, საუბარია სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2023 წლის 05 ოქტომბრის N1/1-6239 ბრძანებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემულ 9 (ცხრა) ერთეულ უძრავ ქონებაზე, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა შემდგომში ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით.
საკრებულომ განსაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი პირები. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირებად კომპეტენციის მიხედვით განისაზღვრნენ: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლები; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, კერძოდ, საინჟინრო გზების ნაწილში. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე შპს ,,ორბი ჯგუფის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 05.24.04.054; ს/კ 05.24.04.055-ში საპროექტო გზების გაყვანას და შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული შიდაკვარტალური გზების საპროექტო, საინჟინრო გზების რუკაზე დატანას.
საკრებულომ დაამტკიცა ქ. ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. კერძოდ, წარმოდგენილი გეგმარებითი ერთეული მოიცავს რამდენიმე საკადასტრო კოდს, ქალაქ ბათუმში, მ. კომახიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე, ს/კ 05.27.37.015; 05.27.37.023; 05.27.37.001; 05.27.37.033; 05.27.37.030; 05.27.37.037 და შპს ,,მმ ჰოლდინგისგან’’ მოთხოვნილია განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გადამეტება 9,0-მდე. ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება ქალაქმშენებლობითი გეგმების მეშვეობით და ითვალისწინებს ტერიტორიის განახლებასა და განვითარებას, მიწის ნაკვეთების განვითარებას, სივრცის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობის მომავლისთვის შენარჩუნებას და ტერიტორიის ფუნქციურ მდგრად ერთეულად ჩამოყალიბებას.
საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ქ. ბათუმში, ადლიას ქ. N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ - 05.32.16.322; 05.32.03.904). განკარგულების მიხედვით, გეგმარებით ერთეულზე შპს ,,ტემპო ჰოლდინგს’’ დაგეგმილი აქვს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის განთავსება. აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=9,0-მდე, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კი განმცხადებელი იღებს ვალდებულებას დაგეგმილი მშენებლობისათვის გადამეტებული კოეფიციენტის 10 პროცენტი, გადასცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
საკრებულომ დააკმაყოფილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე შპს ,,ველ ბილდინგის“ წინადადება. კომპანია იღებს ვალდებულებას, აითვისოს ბათუმში, მაზნიაშვილის ქ.N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ - 05.21.12.016) არსებული ავარიული სახლი (დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით) და ამ მიზნით, ითხოვს დროებითი ხელშემწყობი ღონიძიების გამოყენებას, განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდას 4,5-მდე, ქ. ბათუმში, ა. პირველწოდებულის ჩიხი 1 ქ. N11 ში მდებარე მიწაზე (ს/კ -05.36.24.240). კომპანიის მიერ მოხდება ავარიული სახლის 7 მესაკუთრის დაკმაყოფილება და მუნიციპალიტეტის მერიისთვის მომატებული კ2 კოეფიციენტის 10 პროცენტის გადაცემა.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით 05.36.25.229, 05.36.25.354, 05.36.25.544, 05.36.25.046, 05.36.25.287, 05.36.25.376, 05.36.25.545, 05.36.25.481, 05.36.25.482, 05.36.25.217, 05.36.25.014 (და დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი), სადაც შპს ,,გუმბათი რეზიდენსის’’ და შპს ,,გარდენ ქეის’’ მიერ დაგეგმილია სასტუმროს ტიპის აპარტოტელის კომლექსის მშენებლობა, რომელშიც ასევე განთავსებული იქნება საზოგადოებრივი დანიშნულების (კომერციული, კვების) ობიექტები და პარკინგი მიწისქვეშა სართულში. საპროექტო მიწის ნაკვეთებზე ასევე დაგეგმილია გამწვანების და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის განხორცილების მიზნით, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციით დაგეგმილია მიწის ნაკვეთებზე, ქალაქმშენებლობის პარამეტრების ცვლილება, ასევე მაქსიმალური სიმაღლეების და სხვა პირობების განსაზღვრა.
საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N8-ს მიმდებარედ, ფიროსმანის ქ. N10- ში, ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ, გორგილაძის ქ. N113-ში, ფიროსმანის ქ. N12-ში, გორგილაძის ქ. N111-ში და გორგილაძის ქ. N120-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ. (ს.კ.05.24.05.126; 05.24.05.017; 05.24.05.234; 05.24.05.132; 05.24.05.189; 05.24.05.192; 05.24.05.211). პროექტის მიხედვით, გეგმარებით ერთეულზე შპს „ბლექ სი თაუერი’’ და „ცენტრალ სითი ლაინი’’ გეგმავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსებას.
საკრებულომ ქ. ბათუმში ზედა ღელის ქუჩასა და ზედა ღელის ქუჩის შესახვევებს ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის სახელი მიანიჭა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 988
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები