მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს და ოთხივეზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ: ქ. ბათუმში მელიქიშვილის ქ. N 2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ნადია საბაშვილის მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე, მემედ აბაშიძის ქუჩა N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მუსტაფა ჩახვაძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე, რუსთაველის ქ. N 53ა-ში მდებარე სკვერისთვის არჩილ აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ და ქალაქში კუპატას ქანდაკების განთავსების საკითხზე.
აღნიშნულ საკითხებს ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
სხდომას საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.



ისტორია









































