ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
22 ნოემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დასრულდა.
დღეს გამართულ საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის წევრებმა მომავალი წლის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან ერთად, ბიუჯეტთან დაკავშირებით წარმოდგენილი დასკვნები, შენიშვნები და წინადადებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 365 000,0 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების, ასევე ქალაქ ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით 2024 წელს ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 164,801.7 ათასი ლარით;
ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 39,799.8 ათასი ლარით;
განათლება - 43,495.6 ათასი ლარით;
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 21,002.6 ათასი ლარით;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 27,264.6 ათასი ლარით;
ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 1,111.9 ათასი ლარით;
მუნიციპალური სერვისების განვითარება - 11,879.3 ათასი ლარით;
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 55,644.5 ათასი ლარით.
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნა, შენიშვნების გათვალისწინებით, წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებითურთ, უკან დაუბრუნებს ქალაქ ბათუმის მერს. თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
ბათუმის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
დაინტერესებულ პირებს ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი, განმარტებით ბარათთან და პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, შეუძლიათ იხილონ აქ: https://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=1324

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 187
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები