მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
შობა-ახალი წელი
20 დეკემბერი 2023
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე დღეს სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანას“ ბენეფიციარებს ეწვია და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრების პატივსაცემად საზეიმო კონცერტი გამართეს და მათი ნამუშევრების გამოფენაზეც მიიწვიეს.
ნატალია ზოიძემ სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართა საგანმანათლებლო სივრცეც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ცენტრი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება და მათი ძალისხმევით უამრავმა ბენეფიციარმა შეძლო რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრირება.
მნახველთა რაოდენობა: 1433
ბმულები



ისტორია
































