ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
29 იანვარი 2024
 

ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფო მიქელაძემ კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ (2024 წლის 8 იანვრის დადგენილება), რომელიც უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლებას ითვალისწინებს, ასევე ისაუბრა უსახლკარო ოჯახების განსახლებისთვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ კრიტერიუმებსა და მუნიციპალიტეტის როლზე ზემოაღნიშნული დადგენილების აღსრულების პროცესში.
სხდომაზე სოფო მიქელაძემ 2024 წლის ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალი პროგრამების სარგებლობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა მომართვიანობის თაობაზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ახალ ქვეპროგრამაზე - ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფის მქონე ოჯახების ბავშვთა სოციალური და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გაძლიერება, ქუჩაში გატარებული დროის მაქსიმალურად შემცირება, ამავე კატეგორიის ოჯახების მშობელთა ხელშეწყობა“. როგორც სამსახურის უფროსმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში არსებულ დღის ცენტრს უკვე მომართა განცხადებით 33 ბავშვის მშობელმა. პროგრამა ხორციელდება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, რომელშიც შედიან პედაგოგი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, პედაგოგის დამხმარე და სოციალური მუშაკი. მათ მიერვე ხდება თითოეულ ბავშვზე მორგებული ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 317
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები