2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებს გააცნეს ქალაქში მიმდინარე ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ბათუმის ურბანულ, ეკონომიკურ და ტურისტულ წინსვლას ემსახურება. ისაუბრეს ბათუმის რეგიონულ ტურისტულ ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობებსა და საინვესტიციო პოტენციალზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების საკითხებს, ტურიზმის მდგრად განვითარებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის ინიციატივით გაიმართ