ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
25 აპრილი 2025
 

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.
წარმოდგენილი დოკუმენტით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 401 724,7 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ - 446 941,6 ათასი ლარი. ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 460 224,7 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ კი - 412 598,0 ათასი ლარი.
საერთო ჯამში, 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა 90 % შეადგინა, მათ შორის, განათლების მიმართულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი გახლავთ - 88,1 %, ხოლო კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით - 91, 8 %.
2024 წელს, განათლების მიმართულებასთან ერთად, პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური უძღვებოდა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1414 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 28
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები