ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
29 აპრილი 2025
 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულომ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა.
სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ 401 724,7 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტიურმა შესრულებამ - 446 941,6 ათასი ლარი. ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 460 224,7 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ კი - 412 598,0 ათასი ლარი.
საერთო ჯამში, 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა 90 % შეადგინა, მათ შორის:
განათლების მიმართულებით 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი 88,1 პროცენტია;
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით - 91, 8 %;
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით - 90,1 %;
სანიტარიული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის მიმართულებით - 99,4%;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით - 88.2%;
ქალაქის დასუფთავების, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კი - 94.0%.
2024 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სათადარიგო ნაწილების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 27 თებერვლის განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, სათადარიგო ნაწილების დანართი განახლებული სახით ჩამოყალიბდა.
სხდომაზე განსაზღვრეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური. კერძოდ, ქალაქის ტერიტორიაზე ელექტრომობილის დასამუხტი აპარატების განთავსებასთან დაკავშირებით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 2025 წლის შეფასებიდან გამომდინარე, ქონების შემდგომში განკარგვის მიზნით, წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრა 16 000,0 (თექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ცვლილება შევიდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში. მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები