ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
30 ივლისი 2025
 

ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა.
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში ბათუმის ბიუჯეტის 2025 წლის გადასახდელები 10.300.0 ათასი ლარით იზრდება. პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცვლილებები აისახება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და დადგენილებით დამტკიცებულ სხვა ღონისძიებებში.

კომისიაზე განიხილეს ცვლილებები, რომლის შეტანაც იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში. კერძოდ, შენობა-ნაგებობის გამაგრებისას ან/და ობიექტის ავარიულობის დადგენის შემთხვევაში მოსახლეობის ქირაში გაყვანის სამთვიანი ვადა იცვლება ოთხთვიანი ვადით.


სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის გეგმების მონახაზების კონცეფციაზე. განკარგულების პროექტის მიხედვით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელთანაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით მიწოდებასთან დაკავშირებით, ვალდებული იქნება განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის ეტაპზე გაითვალისწინოს განკარგულებაში ასახული რეკომენდაციები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 383
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები