2025 წლის 29 აგვისტოს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე სამი საკითხი განიხილა.
სამივე საკითხი, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებებს ითვალისწინებდა, სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი წანაწყენაშვილმა წარადგინა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილ საკითხებში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებების შეტანა იგეგმება, რაც საკრებულოს მიერ დამტკიცებულ განაშენიანების გეგმაზე არსებით გავლენას არ იქონიებს.
კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებს ბათუმის საკრებულო 29 აგვისტოს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა